მსოფლიო დღეს

ქირურგებმა პაციენტს კუჭიდან მობილური ტელეფონი ამოუღეს – ფოტო

Sputnik
თბილისი, 20 ოქტომბერი − Sputnik. ეგვიპტელმა ქირურგებმა პაციენტ მამაკაცს კუჭიდან მობილური ტელეფონი ამოუღეს, იუწყება The Gulf Today.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს დაუჯერებელი შემთხვევა ასუანის უნივერსიტეტის საავადმყოფოში მოხდა.
პაციენტმა ექიმებს მუცელში ძლიერი ტკივილების გამო მიმართა. რენტგენულმა კვლევამ მუცლის ღრუსა და ნაწლავებში მძიმე ინფექციური კერები და უცხო სხეული გამოავლინა. ექიმებმა ოპერაციის დაუყოვნებლივ გაკეთება გადაწყვიტეს, რა დროსაც პაციენტ მამაკაცს კუჭიდან მობილური ტელეფონი ამოუღეს.
როგორც გაირკვა, მამაკაცმა ტელეფონი ოპერაციამდე ექვსი თვით ადრე გადაყლაპა, რის შემდეგაც მალევე დაეწყო პრობლემები.
ასუანის საავადმყოფოს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოჰამედ ელ-დახშურის თქმით, კლინიკის ისტორიაში ეს პირველი მსგავსი შემთხვევაა, მანამდე ქირურგებს პაციენტის კუჭიდან ასეთი არაფერი ამოუღიათ.