თბილისში ათობით ათასი აბონენტი გაზის გარეშე დარჩა

გათიშვა უკავშირდება გლდანი-სანზონის და დიდი დიღმის მიმდებარე ტერიტორიაზე გაზსადენის დაზიანებას.
Sputnik
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში გაზსადენის დაზიანების გამო „თბილისი ენერჯის“ 12.500, ხოლო შპს „დიდი დიღმის“ 12.000 აბონენტს ბუნებრივი აირი შეუწყდა, იუწყება გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯი“.
კომპანიის ცნობით, კერძო სამშენებლო კომპანია „პალიტრამ" მიწისქვეშა სანიაღვრე სამუშაოების წარმოებისას „თბილისი ენერჯის" გაზსადენი დააზიანა, რის გამოც გაზის მიწოდება შეუწყდა გლდანის, სანზონის, დიღმის, აღმაშენებლის ხეივნისა და დიდი დიღმის მოსახლეობის ნაწილს.
ქუჩების სრული ჩამონათვალი, სადაც გაზმომარაგება შეწყდა, კომპანიის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
ამ დროისათვის გაზსადენის სარემონტო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. გაზმომარაგების აღდგენა დაიწყო 19 ოქტომბრის 19:00 სთ-დან და დასრულდება 20 ოქტომბრის 19:00 საათისთვის.
მიწის გათხრის ან სხვა სამუშაოების შესრულებისას „თბილისი ენერჯი“ კომპანიებს მეტი სიფრთხილის, ყურადღებისა და პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს.