თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ტკბილეულის მიღებისას ადამიანის ტვინში იგივე ცენტრები აქტიურდება, რაც კოკაინის მიღებისას. ტკბილზე დამოკიდებულება კი ბევრად ადრე იწყება.
მედიკოსები კატეგორიულად აცხადებენ, რომ შაქრის მოხმარება მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს ან მთლიანად უარი ითქვას მის მიღებაზე. კარგი სიახლე ისაა, რომ ადამიანს ამის გაკეთება ნამდვილად შეუძლია, ხოლო დადებითი შედეგი დიდხანს არ დააყოვნებს.
რა ცვლილებები მოაქვს შაქარზე უარის თქმას
საჭიროა იმის გაცნობიერება, რომ, ჩვეულებრივ, სიმაძღრის შეგრძნება ჭამიდან 20 წუთში დგება. ასეთივე ისტორიაა ტკბილეულთან დაკავშირებით – თუ გვერდით გადადებთ, მაგალითად, შოკოლადის ფილას, ცოტა ხანში სიმაყეს და ცოტა მოგვიანებით ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ.
საინტერესო ფაქტი: შაქრის „ლომკა“ რომ მოიხსნას, ერთი-ორი დღის „გადაგორებაა“ საჭირო. პირველ დღეს გაქრება განწყობა, ტკბილი ასმაგად მოგინდებათ. მაგრამ თუ ამ პატარა გამარჯვებას მოიპოვებთ, შეამჩნევთ, რომ არც ისე რთული გახდა ტკბილეულის შეხედვა, ხოლო განწყობის ცვალებადობა გაქრა.
რამდენიმე დღის განმავლობაში ნამცხვრებისა და შოკოლადის მოთხოვნამ შეიძლება ჭკუიდან გადაგიყვანოთ. ამან უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს.
მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ თუ ამ სევდას ისევ ტკბილით უშველით, კვლავ იმავე გზას დაადგებით. და ეს ყველაფერი იმ მცდარი შეხედულების გამო, თითქოს ტკბილი ანტიდეპრესანტის მსგავსად მოქმედებს. მაგრამ ეს სიმართლე არაა. შაქარი ორგანიზმში კორტიზოლის გამომუშავებას უწყობს ხელს და ეს სტრესის ჰორმონია, რომლის გამო ბევრს უძილობა და მისგან გამომდინარე ათასი პრობლემა უჩნდება.
მიჩნეულია, რომ შოკოლადი, მაგალითად, გამოცდის წინ, ტვინის მკვებავია და მისი მიღება აუცილებელიც კია. მაგრამ ცოტა თუ დაფიქრებულა იმაზე, რომ ზედმეტ შაქარს შეუძლია დაარღვიოს კავშირი ტვინის უჯრედებს შორის და დააქვეითოს ყურადღების კონცენტრაცია. ამგვარად, შაქარზე უარი იმოქმედებს მეხსიერებაზე და მეტად კონცენტრირებულს გაგხდით.