თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ კვლავ პრობლემები შექმნა.
არსებული ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანდა შიდა გზები, ჩამოწვა მეწყერი, რამაც გადაადგილების პრობლემა შექმნა. ბოლო მონაცემებით, დაზიანებულია 11 ხიდი, დატბორილია საცხოვრებელი სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები.
დღის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა შვიდ ადმინისტრაციულ ერთეულს. თუმცა ამ დროისთვის „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჯგუფების მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს ელექტროენერგია მიეწოდება.
„ადგილზე დილიდან იმყოფებოდნენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის თანამშრომლები. შესაბამისი კომისიის მიერ მიმდინარეობს ზარალის დათვლა“, – ნათქვამია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ყველა მონაკვეთი გაწმენდილია და აღდგენილია მოძრაობა.