COVID-19 - ბოლო ცნობები

საველე ჰოსპიტლები შეიძლება ისევ გახდეს საჭირო – ექსპერტი

ვაქცინაციას ბევრი ინფიცირებულის სიკვდილისგან ხსნა შეუძლია, აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.
Sputnik
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ინფიცირებულების რაოდენობისა და ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად შეიძლება ისევ დადგეს საველე ჰოსპიტლების აუცილებლობის საკითხი, მიიჩნევს ალერგოლოგ–იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.
მისი თქმით, პანდემიასთან გამკლავება და სიკვდილიანობის შემცირება ვაქცინაციას შეუძლია. კულუმბეგოვის დათვლით, ვაქცინაციას მხოლოდ უახლოეს 10 თვეში კოვიდ-ინფიცირებულებში მსხვერპლის რაოდენობის 11-ჯერ შემცირება შეუძლია.
„საშუალოდ 1.000 ადამიანს მაინც ვკარგავთ თვეში. 10 თვის განმავლობაში ჩვენ თუ 10.000 ადამიანს დავკარგავთ პირობითად, ვაქცინაციას შეუძლია ეს რიცხვი 11-ჯერ შეამციროს. ანუ ჩვენ შეგვიძლია 13-14 ათასი ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ“, – განაცხადა კულუმბეგოვმა ტელეარხ „პალიტრანიუსის“ ეთერში.
COVID-19 - ბოლო ცნობები
სპეციალისტები განგაშს ტეხენ – კლინიკები გადატვირთულია
კითხვაზე, არსებობს თუ არა ვაქცინაციის ირიბად იძულების რაიმე სახის სქემა, კულუმბეგოვმა უპასუხა, რომ ქვეყანა წინასაარჩევნო პროცესშია, ამიტომ ასეთი გადაწყვეტილება კი არის აუცილებელი, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა.
კულუმბეგოვმა ასევე გააკეთა უახლოესი 14 დღის პროგნოზი და განაცხადა, რომ ამ პერიოდში შეიძლება დაინფიცირდეს 60 ათასამდე ადამიანი, ხოლო 600 – გარდაიცვალოს.

„ჩემთვის, როგორც ექიმისთვის ძალიან მძიმეა დღეში 5.000-მდე ადამიანის ინფიცირება. ეს ნიშნავს 14 დღის განმავლობაში 60.000-მდე ადამიანის ინფიცირებას. ეს არის უსერიოზულესი რიცხვი და აქედან ერთი პროცენტი, 600-მდე ადამიანი ამ გადაწყვეტილებით დაიღუპება. ეს სწრაფად უნდა იყოს მიღებული, მაგრამ, რეალობიდან გამომდინარე, არ მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს, სანამ არ დასრულდება საარჩევნო პერიოდი“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური საქართველოში 30 ოქტომბერს გაიმართება.
ბოლო დღე-ღამის მონაცემებით, საქართველოში ე.წ. ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი 10,15%-ს შეადგენს. გაიზარდა გარდაცვალების შემთხვევებიც. ამასთან, მკვეთრად შემცირდა ვაქცინაციის ტემპი.
ამ დროისთვის სრულად, ოჯერადად აცრილია 902.660 ადამიანი, რაც ზრდასრული მოსახლეობის 31,6%-ს შეადგენს. ეპიდემიოლოგების განცხადებით, პანდემიის დასამარცხებლად საჭიროა ზრდასრული მოსახლეობის 60–70%-ის აცრა.