„წუხელ მოხდა ოჯახური კონფლიქტი სახლში, ეს ძალადობა არ ყოფილა, უბრალოდ სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა. მაგიდის აყირავებაც იყო, მე ავაყირავე მაგიდა. კონფლიქტი ქალის გამო დაიწყო. მინდა, რომ გამოუწერონ მიუკარებლობა, მისი დაჭერა სულ არ მინდა. ვუთხარი, რომ მოსულიყვნენ და გამოეწერათ ორდერი. ვითხოვ კვალიფიკაციის შეცვლას, საერთოდ არ იყო დაჭერაზე საუბარი, მინდოდა, რომ ორდერი გამოეწერათ, რომ არ მისულიყო ძალადობამდე“, – აღნიშნა ნათია გედევანიშვილმა.
„კომენდანტის (საათის) გამო მოვუწოდეთ, რომ არ წასულიყო გარეთ, რომ არ დაჯარიმებულიყო და ამის შემდეგ გამოვიძახეთ პოლიცია. გვინდოდა უბრალოდ, რომ აგვეცილებინა პრობლემა. ლიფტი რომ გაიღო და უნდოდა წასვლა, ამ მომენტში ვაკავებდით, გამიშვითო და დაეცა ნათია. ლიფტთან არის სავარძელი, ასე არ დამინახავს, დათოზე ვიყავი გადართული“, – აღნიშნა დავით კოდუას შვილმა კატო კოდუამ.