თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. სავაჭრო პალატის ორგანიზებით სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველო–სლოვაკეთის ბიზნეს-ფორუმი იმართება, ნათქვამია სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ღონისძიება სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ივან კორკოკის საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ტარდება.
ფორუმში მონაწილე სლოვაკეთის ბიზნეს-დელეგაციას წარმოადგენენ მსხვილი სლოვაკური კომპანიები ენერგეტიკის, ტურიზმის (სათხილამურო კურორტები), ტელეკომუნიკაციების, საკვები პროდუქტების, სამედიცინო და ნანოტექნოლოგიების სექტორებიდან.
საქართველო–სლოვაკეთის ბიზნეს-ფორუმი სლოვაკური და ქართული კომპანიების წარმომადგენლებს შორის ორმხრივ ბიზნეს–შეხვედრებსაც ითვალისწინებს, რაც ქართულ კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს, სამომავლო თანამშრომლობის მიზნით სლოვაკურ კომპანიებთან ბიზნეს-კავშირები დაამყარონ.
სლოვაკეთის დელეგაცია საქართველოს გუშინ ეწვია.