სუფსაში უხვი ნალექის შედეგებს ებრძვიან

ადგილზე შესაბამის სამსახურებს მუშაობა უკვე დაწყებული აქვთ.
Sputnik
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში უხვი ნალექის შედეგად საცხოვრებელი სახლების ეზოები და პირველი სართულები დაიტბორა, იუწყება „პირველი არხი".
წინასწარი ინფორმაციით, 20-ზე მეტი სახლია დატბორილი, ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ ადგილზე შესაბამის სამსახურებს გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაწყებული აქვთ, ასევე მიმიდინარეობს ზარალის დათვლაც.