საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე მიულოცა

საქართველო აფასებს აზერბაიჯანთან სტრატეგიულ პარტნიორობას და აპირებს მის გაღრმავებას ორი ერის საკეთილდღეოდ, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში
Sputnik
თბილისი, 18 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანელ ხალხს 18 ოქტომბერს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე მიულოცა, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.
„გულწრფელად და საუკეთესო სურვილებით ვულოცავთ აზერბაიჯანელ ხალხს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის 30-ე წლისთავს. ჩვენ ვაფასებთ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას, კიდევ უფრო გავაღრმავებთ მას ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ“, - აღნიშნულია უწყების Twitter-ზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.
საქართველოს და აზერბაიჯანის გენპროკურორები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
ამ დღეს, 1991 წლის 18 ოქტომბერს აზერბაიჯანის უმაღლესი საბჭოს სესიაზე ერთხმად იქნა მიღებული საკონსტიტუციო აქტი „აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შესახებ“. მას წინ უძღოდა 1991 წლის 30 აგვისტოს აზერბაიჯანის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დეკლარაციის დამტკიცება.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 2021 წლის 15 ოქტომბერს გამოსცა კანონი „დამოუკიდებლობის დღის შესახებ“. დოკუმენტის თანახმად, 28 მაისი დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა, ხოლო 18 ოქტომბერი - დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.
დამოუკიდებლობის დღე და დამოუკიდებლობის აღდგენის დღე ყოველწლიურად როგორც სადღესასწაულო დღეები ისე აღინიშნება.