რუსეთის მოქალაქის მკვლელობის საქმეზე ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა აღნიშნული პირები გლდანში, სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.
Sputnik
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში დააკავეს ორი პირი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან რუსეთის მოქალაქის მკვლელობაში, იუწყება ტელეკომპანია „TV პირველი“.
ანასტასია შატალოვა თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე წუხელ მოკლეს. შატალოვას ღამის დაახლოებით პირველ საათზე ესროლეს, როდესაც იგი სახლიდან გამოვიდა. თვითმხილველების თქმით, ქალს შვიდი ტყვია ესროლეს.
უცხოელი ქალის მკვლელობა თბილისში – ახალი დეტალები
როგორც ტელეკომპანია ძალოვან სტრუქტურებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, მკვლელობაში ეჭვმიტანილები მომხდარიდან რამდენიმე საათის შემდეგ დააკავეს. ერთ-ერთ მათგანს მკვლელობას, მეორეს კი სასტიკ დანაშაულში თანამონაწილეობას ედავებიან.