პოლიტიკოსი ოთო კახიძე დაქორწინდა და ფაქტის ამსახველი ფოტოები „ფეისბუქის“ პირად გვერდზე განათავსა. მისი რჩეული ნანუკა მიქელაძეა.
ნანუკა მიქელაძე წარმოშობით ბათუმიდან არის და გარკვეული პერიოდი „ტაბულაში“ ჟურნალისტად მუშაობდა. ამჟამად კი The USAID Economic Security Program-ის თანამშრომელია.
თუ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ვიმსჯელებთ, წყვილი ერთად ბევრს მოგზაურობს.
ამჟამად წყვილი თაფლობის თვეს ნიუ-იორკში ატარებს და ფოტოებს ხშირად აქვეყნებს სოციალურ ქსელში. ნანუკა მიქელაძე ამერიკაში ცხოვრობს, ქართველი პოლიტიკოსი კი მას ხშირად აკითხავდა ხოლმე. წყვილს 14 ოქტომბერს ერთად ყოფნის 6 წელი შეუსრულდა.
38 წლის პოლიტიკოსისთვის ეს მესამე ქორწინებაა. პირველი ორი ქორწინებიდან ორი ვაჟი, ვაკო და დუდუ კახიძეები ჰყავს.