მსოფლიო დღეს

მეზობლებზე ტერორისტული თავდასხმის შანსები: „თალიბანში“ განმარტეს

Sputnik
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. მოძრაობა „თალიბანი“ არ ისწრაფვის ტერიტორიული ექსპანსიისკენ და არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ მისცემს უფლებას, შეუტიოს სხვა სახელმწიფოს ავღანეთის ტერიტორიიდან, განაცხადა „თალიბანის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა ზაბიულა მუჯაჰიდმა.

„ავღანეთის ისლამური საამირო უფლებას არ მისცემს არც დაჯგუფებებსა და არც ცალკეულ პირებს, გამოიყენონ ავღანეთის ტერიტორია ნებისმიერი სხვა ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით ამ საკითხს – ამ მიმართულებით ნებისმიერი აქტიურობა აღკვეთილი იქნება“, – განაცხადა მან.

ამასთან ზაბიულ მუჯაჰიდს არ დაუკონკრეტებია, რა ნაბიჯებია გადადგმული ტერორისტულ ორგანიზაციებთან ბრძოლისთვის, რომლებიც უკვე მოქმედებენ ავღანეთში. გარდა ამისა, მან არ უპასუხა შეკითხვას, აიკრძალება თუ არა ოფიციალურად ქვეყანაში „ალ-ქაიდა“.
მსოფლიო დღეს
აშშ სერიოზულად მსჯელობს ავღანეთის მეზობლად მდებარე რუსული ბაზების გამოყენებაზე
აღსანიშნავია, რომ მანამდე აშშ-ის არმიის გენერალმა, შტაბების მეთაურების გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ თალიბებს „ალ-ქაიდასთან“ კავშირი არ გაუწყვეტიათ.