პენტაგონის მეთაური საქართველოში ჩამოვიდა

ლოიდ ოსტინი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს.
Sputnik
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი ამ კვირაში ევროპაში ვიზიტს საქართველოდან იწყებს. ის თბილისში ორშაბათს, 18 ოქტომბერს ჩამოვიდა.
„შეერთებული შტატები მტკიცედ არის განწყობილი, დაეხმაროს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წინსვლაში. მოუთმენლად ველოდები შეხვედრებს“, – დაწერა ოსტინმა Twitter-ში.
საქართველოში ვიზიტისას პენტაგონის მეთაური შეხვდება საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსა და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს.
შეხვედრებზე განიხილავენ აშშ-ისა და საქართველოს თანამშრომლობის, გლობალური უსაფრთხოებისა და რეგიონულ საკითხებს.
ნატო საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობას გააძლიერებს>>
საქართველოს შემდეგ ოსტინი გაემგზავრება უკრაინასა და რუმინეთში, ხოლო ევროპაში ტურნეს ბრიუსელში ნატოს მინისტერიალში მონაწილეობით დაასრულებს.