COVID-19 - ბოლო ცნობები

გაბუნია: შემთხვევების ზრდა ქუჩის აქციებს უკავშირდება

ეპიდემიოლოგების განცხადებით, მეხუთე ტალღა საკმაოდ მაღალი ნიშნულით იწყება, ამიტომ მოუწოდებენ მოსახლეობას ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია, უარი თქვან მასობრივ თავშეყრებში მონაწილეობაზე და ჩაიტარონ ვაქცინაცია.
Sputnik
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. ბოლო პერიოდში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის ზრდა ქუჩის აქციებს უკავშირდება, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.
„რაც არჩევნებს თავყრილობების სახით მოჰყვა, რა თქმა უნდა, რისკის ფაქტორი იყო - ვხედავთ, რომ პირბადის გამოყენება და სხვა წესები ამ შემთხვევებში დაცული არ არის“, - განაცხადა გაბუნიამ.
გაბუნიას განცხადებით, მომატებული მობილობა ეპიდემიის აღმასვლას უწყობს ხელს.
COVID-19 - ბოლო ცნობები
გამყრელიძე: კორონავირუსის მეხუთე ტალღას საკმაოდ მაღალი ნიშნულით ვიწყებთ
„რამ გამოიწვია ბოლო პერიოდში გამწვავება, რომ ისევ თითქმის 5000-მდე მივედით. ბოლო პერიოდში მობილობის ისევ უჩვეულო მატება გვაქვს. არის ქუჩის აქციები. თვითონ არჩევნები იმდენად რისკი არ არის, რადგან არჩევნების გარემო მართვადია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.479-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 666.813-ს მიაღწია. 17 ოქტომბერს იყო 4.581 ახალი შემთხვევა, 16 ოქტომბერს - 5.076.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.