მომღერალი დათო ხუჯაძე მალე მამა გახდება. ის და მისი მეუღლე ეკა დალაქიშვილი გოგონას ელოდებიან. პირად ცხოვრებაში სიახლის შესახებ მუსიკოსმა „დღის პოსტის“ ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამ თვეში ოჯახს ახალი წევრი შეემატება და ის ორი გოგონას მამა იქნება.
მომღერალმა დათო ხუჯაძემ და მისმა რჩეულმა ეკა დალაქიშვილმა ზაფხულში ქორწილი აჭარაში, ჩაქვის „ოაზისში“ გადაიხადეს. ქორწილს ცნობილი სახეებიც ესწრებოდნენ. დათომ მეუღლე საზოგადოებას ერთი პოსტით გააცნო, სადაც ლამაზი მეორე ნახევრის ფოტო გამოაქვეყნა. მასთან ერთად გადაღებული ფოტო კი სოციალურ ქსელში არ გამოუქვეყნებია.
როგორც მოგვიანებით ხუჯაძემ ინტერვიუებში აღნიშნა, მეუღლე აეროპორტში გაიცნო. ის სპეციალობით ლოტბარია, თუმცა პროფესიით არ მუშაობს. ხუჯაძე წლების წინ, მოსკოვში ცხოვრებისას უკვე იმყოფებოდა ქორწინებაში.
მომღერალი ე.წ. კანონიერი ქურდის ტარიელ ონიანის ნათესავზე ნათია ონიანზე იყო დაქორწინებული. მალე ერთმანეთს დაშორდნენ და ყოფილი ცოლი საერთო შვილის ნახვის უფლებას არ აძლევდა. მოგვიანებით ურთიერთობები დაალაგეს და მომღერალი ხშირად ხედავს გოგონას.