მოდელმა და ტელეწამყვანმა ალექსანდრა პაიჭაძემ რამდენიმე წუთის წინ საყვარელ მამაკაცთან ერთად გადაღებული ფოტოები დადო და „მისტერ და მისის კოდუა“ დააწერა. უცნობია, პაიჭაძემ და ცნობილმა ბიზნესმენმა უკვე იქორწინეს თუ არა თუმცა უკვე ცხადი გახდა, ვისგან აჩენს შვილს მოდელი.
პაიჭაძე ორსულობას რამდენიმე თვე მალავდა, თუმცა ხშირად აღნიშნავდა, რომ შვილის მამის ვინაობას აუცილებლად გაამჟანებდა „თავის დროზე“. რამდენიმე კვირაში მოდელი გოგონას დედა გახდება.
დავით კოდუა ცნობილი ბიზნესმენის ლაურა ღაჭავას შვილია. მის ძმას ერეკლე კოდუას საზოგადოება კარგად იცნობს. ის შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ-ის) ყოფილმა დირექტორი და ცნობილი ჟურნალისტის ნანუკა ჟორჟოლიანის ყოფილი მეუღლეა.
ბიზნესმენი რამდენიმე თვის წინ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა როდესაც მოულოდნელად ოჯახური ძალადობის მუხლით დააკავეს. როგორც მისი მეუღლე აცხადებდა, კოდუამ შვილზე და მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა, თუმცა მოგვიანებით ყველაფერი უარყო. კოდუა მაისში 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მაშინ ბიზნესმენი ამბობდა, რომ მეუღლესთან კონფლიქტის მიზეზი მისი უადგილო ეჭვიანობა გახდა.
პირველად ალექსანდრამ გადაცემა „სთორიში“ გაამხილა, რომ 20 წლით უფროს მამაკაცზე იყო შეყვარებული.
„მომხიბლა თავისი ბობოქარი ენერგეტიკით, ადამიანი ჭაობშია, მაგრამ იქიდანაც ცდილობს, რომ რაღაც აკეთოს. პრობლემები აქვს, ფინანსური მათ შორის. ამის მიუხედავად ჩემთვის არის შეუპოვარი ადამიანი, ენერგეტიკა აქვს მომნუსხველი. ეს ტიპაჟი ძალიან ჩემია. მე რამდენადაც დავამუშავე ეს რაღაცეები ჩემში, ზუსტად მსგავ ტალღაზე მყოფი ადამიანი შემხვდა“, - ამბობდა ალექსანდრა.
მოდელი ცოტა ხნის წინ ახალი გადაცემის „ქალების“ თანაწამყვანიც გახდა. მოდელს პირველი ქორწინებიდან ვაჟი, დემეტრე ჰყავს, რომელსაც საზოგადოება მისი სოციალური ქსელიდან იცნობს.