პირველად მასტერსის ფინალში: ბასილაშვილმა ფრიტცს ორ სეტში მოუგო

ქართველმა ჩოგბურთელმა მეოთხედფინალში მსოფლიოს რეიტინგის მესამე ჩოგბურთელს, ბერძენ სტეფანოს ციციპასს სამ სეტში მოუგო
Sputnik
თბილისი, 17 ოქტომბერი - Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (36-ე АТР-ს რეიტინგში) ინდიან ველსის მასტერსზე ამერიკელ ტეილორ ფრიტცს მოუგო და კარიერაში პირველად ფინალში გავიდა.
29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელიც ტურნირზე 29-ე ნომრად არის განთესილი, ტეილორ ფრიტცი ორ სეტში დაამარცხა - 7:6(2), 6:3. მატჩი 1 საათსა და 43 წუთს გაგრძელდა.
პირველად მასტერსის მეოთხედფინალში! – ბასილაშვილმა ხაჩანოვს ორ სეტში სძლია
ფინალში ბასილაშვილი დაუპირისპირდება ბრიტანელ კემერონ ნორის, რომელმაც ორ სეტში ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს მოუგო. ბასილაშვილი და ნორი ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს – როტერდამში ჰარდის კორტებზე. ბრიტანელმა მაშინ ბასილაშვილი ორ სეტში დაამარცხა – 6:0, 6:3.
ინდიან ველსში ნიკოლოზმა ამერიკელი კრისტოფერ ეუბენქსი 6:4, 6:3 დაამარცხა, ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს 4:6, 7:6 (7:2), 6:2 სძლია, მერვედფინალში რუს კარენ ხაჩანოვს აჯობა 6:4, 7:6 (8:6), ხოლო მეოთხედფინალში - მსოფლიოს რეიტინგის მესამე ჩოგბურთელს ბერძენ სტეფანოს ციციპასს (6:4, 2:6, 6:4).