მსოფლიო დღეს

ჰაიტიზე აშშ-დან ჩასული 17 ქრისტიანი მისიონერი და მათი ოჯახის წევრი გაიტაცეს

გატაცება იმ დროს მოხდა, როდესაც მისიონერებმა ბავშვთა სახლი დატოვეს.
Sputnik
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსში სულ მცირე 17 ამერიკელი ქრისტიანი მისიონერი და მათი ოჯახის წევრი გაიტაცეს, იუწყება გაზეთი New York Times ჰაიტის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებზე დაყრდნობით.
გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტის უკან გარკვეული „ბანდა“ დგას. აღინიშნა, რომ გატაცება იმ დროს მოხდა, როდესაც მისიონერებმა ბავშვთა სახლი დატოვეს.
ჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა – ვიდეო
მომხდარის დეტალები უცნობია, მაგრამ, გაზეთის თანახმად, მისიონერები გაიტაცეს ავტობუსიდან, რომელიც მიემართებოდა აეროპორტში, სადაც ჯგუფის რამდენიმე წევრი უნდა ჩასულიყო.
გაზეთი აღნიშნავს, რომ ჰაიტი უკვე წლებია „პოლიტიკური რყევების მდგომარეობაშია“ და ქვეყანაში როგორც მდიდარი, ისე ღარიბი ადამიანების გატაცება საკმაოდ ხშირი მოვლენაა. მიუხედავად ამისა, ამერიკელების ამხელა ჯგუფის გატაცებამ ჩინოვნიკები შოკში ჩააგდო, აღნიშნავს გაზეთი.