დანარა კურმანოვა
რა შეღავათების იმედი შეიძლება ჰქონდეთ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მცხოვრებ თანამემამულეებს, როგორ გაიზრდება რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში კვოტები და რატომ უწოდებს რუსეთი ზოგჯერ რუსებს სხვა ეროვნების წარმომადგენლებს — წაიკითხეთ Sputnik-ის მიმოხილვაში.
„რუსი“ მრავალეროვნული ცნებაა
საიდუმლო არ არის, რომ ტერმინი „რუსული სამყარო“ ყველაზე ორაზროვან რეაქციას იწვევს რუსეთის ფარგლებს გარეთ. ვიღაცას მოსწონს „რუსული სამყაროს“ კონცეფცია, მიაჩნია რა, რომ რუსეთს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს, საზღვარგარეთ არსებული დიასპორის წარმომადგენლების მხარდაჭერა სჭირდება. ვიღაც ღიად აკრიტიკებს მას და ექსპანსიის მცდელობას უწოდებს.
თუმცა რუსეთი საგარეო პოლიტიკის დოქტრინების შემუშავების შემთხვევაში უფრო აწყდება სირთულეებს, ვიდრე სხვა ქვეყნები — ბოლოს და ბოლოს, სსრკ-ში 15 რესპუბლიკა შედიოდა და თითოეულ მათგანში დღემდე საუბრობენ რუსულად. რაც მნიშვნელოვანია, ყოფილი საბჭოთა ქვეყნების რუსულენოვან მოქალაქეთაგან ყველა ეთნიკური რუსი არ არის. ალბათ ამიტომაა, რომ რუსეთი, ნაცვლად ტერმინისა „დიასპორა“ (გაერთიანება ეთნიკური ან რელიგიური ნიშნით), იყენებს სხვა ტერმინს — „თანამემამულეები“.
თანამემამულეთა კატეგორიას ადამიანთა რამდენიმე ჯგუფი მიეკუთვნება: რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ მის საზღვრებს გარეთ; იმ პირთა შთამომავლები, რომლებიც ცხოვრობდნენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე; აგრეთვე პირები, რომლებიც მიეკუთვნებიან ისტორიულად რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხებს.
„რუსეთი მრავალეროვნული და მრავალკონფესიური ქვეყანაა“, — განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, რომელმაც გახსნა კიდეც თანამემამულეთა კონგრესი. — „ჩვენი გამოცდილება ხალხთა, კულტურებისა და რელიგიების თანაარსებობის მიმართულებით, უნიკალურია“.
სხვადასხვა რელიგიისა და კულტურების ყველა ამ წარმომადგენლის გაერთიანების საწყისი, ლავროვის აზრით, რუსული ენაა. ფედერაციის საბჭოს სპიკერმა ვალენტინა მატვიენკომ კონგრესზე გამოსვლისას ასევე რუსულ ენაზე გააკეთა აქცენტი და არა მისი მონაწილეების ეროვნულ კუთვნილებაზე.
„პანდემიის ყველაზე სასტიკ თვეებში თქვენ დახმარებას უწევდით ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. თქვენ საიმედო ხალხი ხართ“, — მიმართა მატვიენკომ ახლო საზღვარგერთის ქვეყნებში მცხოვრებლებს და დაამატა, რომ ყველა ისინი „მრავალეროვნულ მსოფლიოს“ ქმნიან.
„ჩვენი რუსების სრულიად წარმოუდგენელ სიტუაციებში ვარდებიან ეროვნების მიუხედავად, — განაცხადა რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებათა ომბუდსმენმა რუსეთის ფედერაციაში ტატიანა მოსკალკოვამ. — „რუსი გერმანელები, რუსი ებრაელები, რუსი უზბეკები. უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნა, შვილებთან ურთიერთობის აკრძალვები ქალებისთვის, რომლებიც უცხოეთის მოქალაქეებზე დაქორწინდნენ“.
ბარიერების შემცირება
როგორც სერგეი ლავროვმა აღნიშნა, ბოლო 20 წლის განმავლობაში რუსეთმა, თანამემამულეებთან ერთად, შეძლო „მნიშვნელოვანი ამოცანის გადაჭრა — რუსული მრავალეროვანი სამყაროს რეალობად ქცევა“. ამას, მისი აზრით, მრავალი თვალსაზრისით, ხელი შეუწყო რუსეთის კონსტიტუციაში დებულების დანერგვამ თანამემამულეთა უფლებებისა და ინტერესების დაცვის შესახებ.
„ეს სამართლებრივი ნორმები შესაძლებელს ხდის სახელმწიფო პოლიტიკის გაუმჯობესებას მათ მიმართ, ვინც, ბედის ნებით, სამშობლოს საზღვრებს გარეთ აღმოჩნდა“, — ხაზგასმით აღნიშნა ლავროვმა.
თანამემამულეთა რეგულარული შეხვედრები დაეხმარა რუსეთის ხელისუფლებას, გაამარტივოს რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურა, თქვა ვალენტინა კაზაკოვამ, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის საკითხთა მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა.
„სამ წელიწადში ბევრი რამ გაკეთდა“, — თქვა კაზაკოვამ. — „არსებული მოქალაქეობის დატოვება საჭირო არ არის. ყაზახეთის, მოლდოვას, ბელორუსიისა და უკრაინის მოქალაქეებს მოქალაქეობის მიღება გამარტივებული წესით შეუძლიათ“.
კაზაკოვას თქმით, ამ წლის მაისში უცხოეთიდან რუსეთში დასახლების სახელმწიფო პროგრამის მემილიონე მონაწილე ყაზახეთში მცხოვრები თანამემამულე გახდა.
„ეს შესანიშნავი ყმაწვილია, განათლებით ექიმი, რომელიც პანდემიის პირველივე დღიდანი მყოფებოდა წითელ ზონაში და ეხმარებოდა ჩვენს მოქალაქეებს დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში“, — თქვა მან. — „დღეს რუსეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 7 მილიონი უცხოელია და ბევრი მათგანი ჩვენი თანამემამულეა. შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის ამოცანად სახავს იმ ადმინისტრაციული ბარიერების შემცირებას, რაც ხელს უშლის მათ რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში“.
ახლო საზღვარგერეთისთვის კვოტები კიდევ გაიზრდება
როგორც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, თანამემამულეების პირველი ტალღა არიან ადამიანები, რომლებმაც საბჭოთა კავშირის დაშლა გადაიტანეს, მაგრამ ახლა რუსეთმა დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს ახალგაზრდა თაობას.
„1989-90 წლებში მსოფლიოში 350 მილიონი ადამიანი ლაპარაკობდა რუსულად, ახლა კი 270 მილიონი“, — თქვა მან. —„30 წელი ისტორიულ მასშტაბში დროის უმნიშვნელო პერიოდია — და მინუს 80 მილიონი ადამიანი! ცოტა ხნის წინ ბიშკეკში ჩეხოვის სახელობის სკოლა გავხსენით, მაგრამ რამდენი ასეული დაიხურა სხვადასხვა ქვეყანაში. ამიტომ განათლება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა“.
მომავალ წელს რუსეთი ხუთი სკოლის გახსნას აპირებს, რომელთაგან თითოეულს 1200-მდე მოსწავლის მიღება შეეძლება“, — აღნიშნა რუსეთის განათლების მინისტრის მოადგილე ანდრეი კორნეევმა. მისი მისი თქმით, რუსეთი ახალი ფორმატის სკოლებს ქმნის, რომლებშიც რუსული სტანდარტით ისწავლება, მაგრამ ინტეგრირებული ეროვნული კომპონენტით (ეროვნული ენისა და ისტორიის შესწავლა). ერთი ასეთი სკოლა უკვე არსებობს თურქმენეთში. კიდევ ცხრის გახსნა იგეგმება ყირგიზეთში.
რუსეთის განათლების მინისტრის მოადგილე დმიტრი აფანასიევმა განმარტა, რომ რუსეთი ზრდის არა მხოლოდ სკოლების რაოდენობას, არამედ მის უნივერსიტეტებში უფასო განათლების მისაღებად კვოტების რაოდენობასაც. მომავალ სასწავლო წელს კვოტების რაოდენობა იქნება 23 ათასი, ხოლო 2023 წელს— 30 ათასი.
„საზღვარგარეთის 17 ქვეყანაში რუსული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 40 ფილიალი მუშაობს. მათში17 ათასი სტუდენტი სწავლობს. ხოლო სომხეთში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთსა და ბელორუსში არის ორმაგი დაქვემდებარების ორგანიზაციები“, — განაცხადა აფანასიევმა. —
ორმაგი დაქვემდებარების ორგანიზაციები— ეს სლავური უნივერსიტეტებია, რომლებსაც აკონტროლებს როგორც რუსეთი, ისე მასპინძელი ქვეყანა.
.