ფარცხისი-მანგლისის გზაზე შეზღუდვები დაწესდა

ფარცხისი-მანგლისის გზაზე საავტომობილო სპორტის ფედერაცია აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონატის მესამე ეტაპს ატარებს
Sputnik
თბილისი, 16 ოქტომბერი - Sputnik. ფარცხისი-მანგლისის საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთზე გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ფარცხისი-მანგლისის საავტომობილო გზის ორბეთის (27-ე კმ) საავტომობილო გზის 2-8-ე კმ მონაკვეთზე საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ეგიდით დაგეგმილია აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონატის მესამე ეტაპი. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე 17 ოქტომბერს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.
საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, დროის აღნიშნულ მონაკვეთში საავტომობილო გზა პერიოდულად გაიხსნება.