მსოფლიო დღეს

ელისაბედ მეორემ ალკოჰოლის მიღებაზე უარი თქვა

დედოფალს საკმაოდ დატვირთული სამუშაო პერიოდი ელოდება და მას სურს, საუკეთესო ფორმაში იყოს
Sputnik
თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. დიდი ბრიტანეთის დედოფალმა, 95 წლის ელისაბედ მეორემ ექიმების რჩევით ალკოჰოლის მიღებაზე უარი თქვა, წყაროებზე დაყრდნობით იუწყება გაზეთი Telegraph.
წყაროების ინფორმაციით, ბრიტანეთის დედოფალმა უარი თქვა მის საყვარელ მარტინიზე და ახლა მხოლოდ Malvern-ის მინერალურ წყალს მიირთმევს. წყარომ აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ელისაბედ მეორის პირადი არჩევანია.
„ექიმებმა ახლახან ურჩიეს, რომ ალკოჰოლზე უარის თქმა მისთვის სასარგებლო იქნებოდა. მან თავად გადაწყვიტა უარი ეთქვა ალკოჰოლზე, მაგრამ ისედაც არასდროს ბევრს არ მიირთმევდა“, - განაცხადა წყარომ.
გავრცელებული ინფორმაციით, დედოფალ ელისაბედ მეორეს ელოდება საკმაოდ დატვირთული განრიგი, რომელიც მოიცავს ნოემბერში დაგეგმილ კლიმატურ სამიტს COP26 გლაზგოში და ასევე მომავალ წელს მისი ინტრონიზაციის პლატინის იუბილეს (70 წელი) და ამიტომაც დედოფალს სურს, იყოს საუკეთესო ფორმაში.