მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ელისაბედ მეორემ ალკოჰოლის მიღებაზე უარი თქვა

© AP Photo / Steve Parsonsდიდი ბრიტანეთის დედოფალმი ელისაბედ მეორე
დიდი ბრიტანეთის დედოფალმი ელისაბედ მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2021
გამოწერა
დედოფალს საკმაოდ დატვირთული სამუშაო პერიოდი ელოდება და მას სურს, საუკეთესო ფორმაში იყოს
თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. დიდი ბრიტანეთის დედოფალმა, 95 წლის ელისაბედ მეორემ ექიმების რჩევით ალკოჰოლის მიღებაზე უარი თქვა, წყაროებზე დაყრდნობით იუწყება გაზეთი Telegraph.
წყაროების ინფორმაციით, ბრიტანეთის დედოფალმა უარი თქვა მის საყვარელ მარტინიზე და ახლა მხოლოდ Malvern-ის მინერალურ წყალს მიირთმევს. წყარომ აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ელისაბედ მეორის პირადი არჩევანია.
„ექიმებმა ახლახან ურჩიეს, რომ ალკოჰოლზე უარის თქმა მისთვის სასარგებლო იქნებოდა. მან თავად გადაწყვიტა უარი ეთქვა ალკოჰოლზე, მაგრამ ისედაც არასდროს ბევრს არ მიირთმევდა“, - განაცხადა წყარომ.
გავრცელებული ინფორმაციით, დედოფალ ელისაბედ მეორეს ელოდება საკმაოდ დატვირთული განრიგი, რომელიც მოიცავს ნოემბერში დაგეგმილ კლიმატურ სამიტს COP26 გლაზგოში და ასევე მომავალ წელს მისი ინტრონიზაციის პლატინის იუბილეს (70 წელი) და ამიტომაც დედოფალს სურს, იყოს საუკეთესო ფორმაში.
ყველა ახალი ამბავი
0