ხანძარი რუსთავის ციხეში: პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 11 სახანძრო-სამაშველო ჯგუფია ჩართული.
Sputnik
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. რუსთავის N17 პენიტენციურ დაწესებულებაში ამ დროისათვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშოები მიმდინარეობს, ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სასჯელაღსრულების N17 დაწესებულებაში ხანძარი სამზარეულოში დღეს, შუადღისას გაჩნდა. უწყების ინფორმაციით, სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს.
რუსთავის ციხეში ხანძარია
როგორც განცხადებაშია აღნიშნულია, ამ დროისათვის ადგილზე 11 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
აღნიშნული დაწესებულება №12 ციხესთან ახლოს მდებარეობს, სადაც მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული.
№17 პენიტენციური დაწესებულება ერთ-ერთი ყველაზე დიდია საქართველოში. ბოლო მონაცემებით, იქ მოთავსებულია 1,5 ათასი მსჯავრდებული, მათგან 756 სასჯელს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იხდის.