„ვაგროვე ფული, თანხა შევაქუჩე, რომ გამოვსულიყავი ამ მდგომარეობიდან. ვამბობდი, ასე ვეღარ ვიქნები–მეთქი. აბსოლუტურად უგრძნობი ვიყავი ყველას მიმართ. ერთხელ ჩემმა შვილმა უთხრა ანის, შენ რომ მამამ გაგიცნო, მაშინ დაიწყო ღიმილიო. შეიძლება ეკრანზე ბევრი იღიმო, მაგრამ სახლში რომ მივდიოდი, უბრალოდ ვიწექი“, – იხსენებს ბეროშვილი.
„კივილით მეღვიძება, ყველაფერი წურწურით გამდის და მე ეგეთი შეგრძნება ცხოვრებაში არ მქონია. მეგონა, რომ როგორც წყალი, სადღაც წავიდოდი. ის ღამე ხომ იყო ჯოჯოხეთი, ტირილი, ქვითინი. მე ეგეთი ცხოვრებაში არაფერი მინახავს და არც არავის ვუსურვებ. სახლში წამოვედი, ვიყავი პამპერსებში. ანის მივყავდი და მამაჩემს. დავრჩით მარტო, იმიტომ რომ ანის გარდა არავის ვიკარებდი, სამი დღე ანი მივლიდა ამ პამპერსებში. ორი კვირა საერთოდ ისე ცუდად ვიყავი, რომ ღამეები არ მეძინა”, – ამბობს ილო ბეროშვილი.