პატარა „ეშმაკუნები“ – ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც მასწავლებლებს „სისხლს უშრობენ“

Sputnik
ხანდახან ბავშვების მორჯულება გაკვეთილზე მასწავლებლებისთვის ნამდვილ პრობლემად იქცევა ხოლმე. ამ მხრივ ნამდვილ სასწაულებს ახდენენ და „ტაიფუნი“ მოსწავლის სახელს ნამდვილად ამართლებენ ზოდიაქოს რამდენიმე ნიშნის წარმომადგენლები – მათი დაოკება ძალიან რთულია.
ზოდიაქოს ამ ხუთი ნიშნის წარმომადგენელი ბავშვები სკოლაში ნამდვილი ბანდიტებივით და ხულიგნებივით იქცევიან და ხანდახან მასწავლებლები ცრემლებამდე მიჰყავთ. გაიცანით „მოურჯულებლების“ ტოპ-ხუთეული.
როგორია თქვენი ბავშვი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მოუსვენარი ვერძი
პატარა ვერძებში თითქოს უსასრულო „ბატარეაა“ ჩაყენებული. ბავშვი ერთ წუთს ვერ ჩერდება უმოძრაოდ. სწორედ ისინი არიან მასწავლებლებისთვის თავს დამტყდარი ნამდვილი „ჭექა-ქუხილი“. ისინი სულ ახალ-ახალ იდეებს იგონებენ გასართობად. შეუძლიათ მასწავლებელს ჩანთაში თაგვი ჩაუსვან ან სკამზე ჭიკარტი დაუდონ – ეს ისე, გასართობად.
„ენატლიკინა“ ტყუპი
ტყუპები სულ ლაპარაკობენ – შესვენებაზე, გაკვეთილზე, სადილის დროს. მაგრამ თუ უცბად გაჩუმდნენ და ის-ისაა, მასწავლებელი მოდუნდა, ელოდეთ ნამდვილ ქარიშხალს – რაღაც ახალს მოიფიქრებს იმ სიჩუმის დროს და მასწავლებელს დიდი დოზით დამამშვიდებელი თუ უშველის.
ამაყი ლომი
ლომი ბუნებით ლიდერია. მასწავლებლებისთვის მრავალი პრობლემის მოტანა შეუძლიათ და მხოლოდ იმის გამო, რომ მიაჩნიათ, მათთვის ყველაფერი დასაშვებია. მაგრამ მათი „მოთვინიერება“ ძალიან ადვილია – საკმარისია შეაქოთ და იმისთვის, რომ საუკეთესოთა შორის საუკეთესოს სახელი დაიმკვიდროს, ყველაფერს გააკეთებს.
როგორ დავეხმაროთ ზოდიაქოს ნიშნების პატარა წარმომადგენლებს სწავლაში
„დამანგრეველი“ მორიელი
თუ უცბად შენიშნავთ, რომ პატარა მორიელი მასწავლებელს ქედმაღლური ღიმილით უცქერის, კარგ არაფერს ელოდოთ მისგან. მორიელები აპოკალიფსის ნამდვილი მომასწავებლები არიან. მათი გაუთავებელი „გამოხდომების“ ატანა მხოლოდ ყველაზე მტკიცე, მამაც და მყარად მდგომ პედაგოგებს შეუძლიათ.
„მინდა ყველაფერი ვიცოდე“ – მშვილდოსანი
მშვილდოსნები ყველაზე „გამძლე“ და „რკინის ნერვების“ მქონე მასწავლებელსაც კი ფსიქოთერაპევტის პაციენტად აქცევენ. ხმაურიანი, დაუდევარი, თავზეხელაღებული და უსასრულოდ ცნობისმოყვარე მშვილდოსნები ვისაც გინდა, იმას მიიყვანენ სულ რამდენიმე წუთში გულის შეტევამდე. თავიანთი ურთულესი ამოცანებით მომენტალურად შეუძლიათ მასწავლებლის ავტორიტეტის დაცემა და როგორ შეიძლება, ამას ვინმეს ნერვებმა გაუძლოს?