ბათუმელებმა ტრაგედიის შემდეგ განგაშის ზარს შემოჰკრეს

შემოწმების შემდეგ მშენებლობის ნორმების დარღვევა გამოავლინეს ერთ-ერთ შენობაში, სადაც იატაკი და კედლების ნაწილი იყო მონგრეული.
Sputnik
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმის მუნიციპალურ სამსახურში მოქალაქეებისგან 200-ზე მეტი შეტყობინება შევიდა მათ სახლებში მშენებლობის წესების დარღვევის შესახებ, აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
ბათუმში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნანგრევებში 11 ადამიანი აღმოჩნდა, გადარჩა მხოლოდ ორი, ცხრა კი დაიღუპა. ჩამონგრევის წინასწარ მიზეზად მზიდი კედლების მორღვევა და პირველი სართულის სარდაფის გაფართოება დასახელდა. ბინის მფლობელი და ორი მუშა დაკავებულია.
მუნიციპალურმა სამსახურმა ოთხ დღეში მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე უკვე 200 შენობა შეამოწმა.
ბათუმის ტრაგედიის შემდეგ თბილისელები უფრო ხშირად მიმართავენ მუნიციპალურ ინსპექციას
აღძრულია პირველი ადმინისტრაციული საქმეც. საუბარია აბუსერიძის ქუჩაზე მდებარე სახლზე. სამსახურის ინფორმაციით, შენობის პირველ სართულზე გამოვლინდა მშენებლობის წესების დარღვევა, იქ მონგრეული იყო იატაკი და კედლების ნაწილი.
ამ ეტაპზე დამრღვევს რეკომენდაცია მისცეს, რომ ფართი პირვანდელ მდგომარეობაში მოიყვანოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ შესაბამისი ზომები გატარდება.