მოდელი, ტელეწამყვანი და მსახიობი ნუკი კოშკელიშვილი, რომელიც მშობიარობის შემდეგ ფორმაში სხვადასხვა გასახდომი საშუალების დახმარებით ჩადგა, ამჯერად საზოგადოებას სტრიების მოცილების ეფექტურ ხერხს სთავაზობს. ის ერთ-ერთ ესთეტიკურ კლინიკას ესტუმრა და თაყვანისმცემლებს „ინსტაგრამის“ „სთორის“ საშუალებით მათი მოშორების მეთოდი გაუზიარა.
ნუკის თქმით, სტრიები ძირითადად თეძოებზე აქვს, რომელსაც ორი-სამი პროცედურით ეშველება. ეს პროცედურა ალბათ ძალიან ეფექტური იქნება მათთვის, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, განსაკუთრებით კი ქალებისთვის ბავშვის გაჩენის შემდეგ, რადგან სწორედ ასეთ ქალებშია ეს პრობლემა ყველაზე აქტუალური.
სტრიები ძალიან ხშირია და მხოლოდ ორსულ ქალებს არ უჩნდებათ. ეს შეიძლება მოხდეს კანის გაწელვის დროს, მაგალითად, გარდატეხის ასაკში სწრაფი ზრდის პერიოდში, ან წონის მატების დროს. ორსულობისას ჰორმონალურმა ცვლილებებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს კანზე და გამოიწვიოს სტრიები.
სტრიების გაჩენა დამოკიდებულია კანის ტიპზე, რადგან ზოგიერთი ადამიანის კანი უფრო ელასტიკურია. სტრიების გაჩენის მეტი ალბათობა აქვთ იმ ქალებს, ვინც საშუალოზე მეტად მოიმატებს წონაში ორსულობისას.