COVID-19 - ბოლო ცნობები

კორონავირუსი მოზარდებში – საკლასო ოთახებში სწავლის ერთი კვირის შედეგები

საქართველოში ერთმანეთის მიყოლებით იკეტება საბავშვო ბაღები და სულ უფრო მეტი სკოლა გადადის სწავლების დისტანციურ ფორმაზე.
Sputnik
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები მოზარდებს შორის მკვეთრად გაიზარდა, სპეციალისტები ამას სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში დაწყებას უკავშირებენ.
კორონავირუსის „ინდური“ შტამი ბავშვებში სწრაფად ვრცელდება. ის საქართველოში COVID-19-ის მეოთხე ტალღის დროს გაჩნდა. „დელტა“ შტამი უფრო აგრესიული და მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე მანამდე არსებული „ჩინური“ და „ბრიტანული“ შტამები.
ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორმა დავით რეხვიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში აღნიშნა, რომ სკოლებისა და საბავშვო ბაღების გახსნის შემდეგ იმატა მიმართვიანობამ. ეს განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე დღე იგრძნობა. მისი თქმით, ექიმები ყველანაირად ცდილობენ, რომ თავისუფალი საწოლების პრობლემა არ შეიქმნას.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ცერცვაძე აღშფოთებულია ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის გამო, განსაკუთრებით პედაგოგებში
ციციშვილის კლინიკაში ამჟამად დაახლოებით 150 პაციენტი მკურნალობს. ესენი არიან ბავშვები და მათი მშობლები. რეანიმაციულ განყოფილებაში 23 ბავშვია მოთავსებული.
თბილისში კორონავირუსის გამო 12 დღით დაიკეტა 55 საბავშვო ბაღი. დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა შვიდი სკოლა და 90 ცალკეული კლასი.
რთული ეპიდვითარებაა კახეთში. შვიდი სახელმწიფო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, დაიხურა 39 საბავშვო ბაღი და კიდევ ხუთი ჯგუფი. აქედან თელავში 11 კლასი და 15 საბავშვო ბაღი. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ვაქცინაციის მაჩვენებელი კახეთში მკვეთრად შემცირდა.
COVID-19 - ბოლო ცნობები
გამყრელიძე: გვექნება ძალიან რთული ნოემბერი, ამას მხოლოდ ვაქცინაცია შეაჩერებს
საქართველოში სწავლა საკლასო ოთახებში 4 ოქტომბერს დაიწყო, ასევე ამ დროს დაიწყო მუშაობა საბავშვო ბაღებმა, თუმცა ისინი ერთმანეთის მიყოლებით იკეტება.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 30%-ია ვაქცინირებული და იმუნიზაციის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად დაიკლო, რაც ეპიდემიოლოგების სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.