თბილისი, 12 ოქტომბერი - Sputnik. მდიდარ ქვეყნებში უნდა შეჩერდეს მოსახლეობის რევაქცინაცია კორონავირუსის წინააღმდეგ, მოუწოდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.
მისი თქმით, სწორი იქნებოდა მხოლოდ დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანების რევაქცინაცია.
„დანარჩენებისთვის ეს არის ამორალური, უსინდისო, უსამართლო, და ეს უნდა შეწყდეს“, - განაცხადა გებრეიესუსმა.
„ბუსტერით ვაქცინაციის დაწყება, როდესაც აფრიკაში 1,2 მილიარდი მოსახლეობით მხოლოდ 166 მილიონი დოზაა გაკეთებული, ეს იქნებოდა ყველაზე ცუდი რამ, რისი გაკეთებაც როგორც მსოფლიო საზოგადოებას შეგვიძლია. ეს უსამართლოა, რადგან ჩვენ ვერ შევაჩერებთ პანდემიას ერთი კონტინენტის იგნორირებით, სწორედ იმ კონტინენტის, რომელსაც არ გააჩნია სახსრები თუ საწარმოო პოტენციალი. მსოფლიო აზრზე უნდა მოვიდეს“, - განაცხადა გებრეიესუსმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის ღონისძიებაზე.
საუბარი არ არის ყველა ღარიბ ქვეყანაზე, არამედ პირველ რიგში აფრიკაზე, განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა.
ჯანმოს პოზიცია რევაქცინაციის წინააღმდეგ ეწინააღმდეგება მრავალი ქვეყნის პოზიციას, რომლებიც აცხადებენ, რომ თავიანთი მოსახლეობის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყონ.