მსოფლიო დღეს

დაკავებულია ახალგაზრდა, რომელმაც პრეზიდენტის სანიტარიული საშვი გამოიყენა

Sputnik
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. საფრანგეთის ქალაქ მარსელში დააკავეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც საავადმყოფოში შესვლისას პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის სანიტარიული პასპორტი წარადგინა, წერს გამოცემა Actu17.
როგორც ირკვევა, საავადმყოფოს დაცვის თანამშრომლები მაშინვე მიუხვდნენ 19 წლის ახალგაზრდას თაღლითობას, თუმცა მაინც შეატარეს დაწესებულებაში, შემდეგ კი პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცველებმა ახალგაზრდა დამრღვევი დააკავეს და განყოფილებაში გადაყვანეს.
მსოფლიო დღეს
სტუდენტი, რომელმაც მაკრონს კვერცხი ესროლა, ფსიქიატრიულში მოათავსეს
როგორც დაკავებულმა განმარტა, მას ექიმთან ვიზიტი სურდა, თუმცა საკუთარი სანიტარიული პასპორტი არ ჰქონდა და ამიტომ პრეზიდენტ მაკრონის საბუთი გამოიყენა, მისივე QR-კოდით.
ცნობილი ხდება, რომ ემანუელ მაკრონის სანიტარიულმა QR-კოდმა სექტემბრის ბოლოს გაჟონა სოციალურ ქსელებში. ამის შემდეგ სახელმწიფოს მეთაურს ახალი საბუთი გამოუწერეს, თუმცა ქსელში ძველიც დატოვეს — შენიშვნით, რომ მისი შემდგომი გამოყენება დანაშაულად შეფასდება.
ახალგაზრდას სხვა პირისთვის კუთვნილი სამედიცინო საბუთის გამოყენებისთვის ჯარიმა გამოუწერეს 135 ევროს ოდენობით. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის კანონმდებლობით, თუ დამრღვევი ჯარიმას დროულად არ გადაიხდის, თანხა 750 ევრომდე გაიზრდება. ხოლო თუ ორი კვირის განმავლობაში მსგავს ქმედებას კიდევ ჩაიდენს, მაშინ უკვე 1500 ევროს გადახდა მოუწევს.