COVID-19 - ბოლო ცნობები

ივანე ჩხაიძე 12-15 წლის ბავშვების იმუნიზაციას დადებითად აფასებს

საქართველოში დღეიდან 12-15 წლის ასაკის ბავშვების აცრა დაიწყო. ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე მოზარდები.
Sputnik
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში იმუნიზაციის მინიმალური ასაკის შემცირება დადებითი მოვლენაა, მიაჩნია იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელს ივანე ჩხაიძეს.
საქართველოში დღეიდან 12-15 წლის ასაკის ბავშვების ვაქცინაცია დაიწყო.
„ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისია“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.
COVID-19 - ბოლო ცნობები
საქართველოში ქრონიკული დაავადებების მქონე მოზარდების ვაქცინაცია იწყება
როგორც ჩხაიძემ განმარტა, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე მოზარდები.

„ეს ეხება მხოლოდ ერთ, „ფაიზერის“ ვაქცინას და იმ ბავშვებს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა რისკის ჯგუფებს მიუკუთნება. ესენი არიან ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვები. ამ ასაკობრივი და ჯანმრთელობის მდგომარეობის ბავშვების კატეგორიას კორონავირუსული ინფექციით დაინფიცირების შემთხვევაში მდგომარეობის დამძიმებისა და გარდაცვალების მაღალი რისკი აქვს“, – თქვა ჩხაიძემ.

საქართველოში დღემდე 16 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია ხორციელდებოდა Pfizer-ით. 18 წელს ზემოთ მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება Sinopharm-ს, Sinovac-სა და Pfizer-ს შორის შეუძლიათ. ამ ეტაპზე AstraZeneca-ს პრეპარატი ხელმისაწვდომია მხოლოდ 45 წელს ზემოთ პირებისთვის, რომლებსაც მეორე დოზა აქვთ მისაღები.