ხელისუფლების გადაწყვეტილება დაახლოებით ათი ათასმა ადამიანმა გააპროტესტა. აქციის მონაწილეები ქვეყნის უდიდესი პროფკავშირის ოფისში შეიჭრნენ და დაარბიეს იგი, ვინაიდან ორგანიზაციამ მხარი დაუჭირა ხელისუფლების ინიციატივას.
ამის შემდეგ მანიფესტანტებმა ქვეყნის პერმიერ-მინისტრის ოფისისკენ გაჭრა სცადეს, მაგრამ პოლიციამ მათ გზა გადაუღობა.
სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს აქციის მონაწილეების დასაშლელად. გავრცელებული ცნობით, დაშავდა სამი ადამიანი, მათგან ორი პოლიციელია.