„24 საათი არ გამოსულან“ – „ბენიფერი“ სასტუმროსთან დააფიქსირეს – ფოტოები

ბენ აფლეკისა და ჯენიფერ ლოპესის რომანი სულ ორი წლის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა ამ მოკლე დროშიც საკმაოდ ხმაურიანი გახდა. წყვილი იმდენად პოპულარული იყო, რომ მათ მეტსახელად „ბენიფერი“ დაარქვეს.
Sputnik
მიუხედავად იმისა, რომ ჯენიფერ ლოპესიც და ბენ აფლეკიც საკმაოდ დატვირთული ცხოვრებით ცხოვრობენ და მუდამ გადაღებების პროცესში არიან ჩართული, ერთმანეთისთვის დროს მაინც პოულობენ.
ამჯერად წყვილმა ღამე ნიუ-იორკში მდებარე სასტუმრო Mandarin-ში გაატარა. ისინი პაპარაცების ობიექტივში საღამო ხანს მოხვდნენ, როდესაც სასტუმროდან გამოდიოდნენ. ინსაიდერების ცნობით, ისინი სასტუმროდან 24 საათის განმავლობაში არ გამოსულან.
წყვილი საოცრად ბედნიერად გამოიყურებოდა, ბენს მუქი ლურჯი პალტო ეცვა, ჯეი ლო კი ტყავის ყავისფერ მანტოსა და ქვედაბოლოში იყო გამოწყობილი.
17 წლის შემდეგ „ბენიფერი“ „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოებაზე წითელ ხალიჩაზე პირველად გამოჩნდა, მათი ურთიერთობა ახლა ოფიციალურია და, სავარაუდოდ, მალე ჯეი ლო და ბენ აფლეკი დაქორწინდებიან კიდეც. რამდენიმე კვირის წინ პაპარაცებმა ბენ აფლეკი დედასთან სემთან და შვილთან სამუელთან ერთად მაღაზია Tiffany’s-ში დააფიქსირეს. როგორც ტაბლოიდები წერენ, მსახიობი იქ ნიშნობის ბეჭდის ასარჩევად იყო მისული.