მსოფლიო დღეს

რუსეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა: არიან დაღუპულები

ავიაკატასტროფის შედეგად შვიდი დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. ერთი პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა
Sputnik
თბილისი, 10 ოქტომბერი - Sputnik. რუსეთში, თათრეთის რესპუბლიკის მენზელინის რაიონში დღეს დილით ავიაკატასტროფა განიცადა L-410 ტიპის თვითმფრინავმა, რომლის ბორტზე პარაშუტისტები იმყოფებოდნენ. იუწყება РИА Новости.
ბორტზე სულ 23 ადამიანი იმყოფებოდა. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ დაღუპულია 16 ადამიანი.
ექვსი დაშავებული გადაჰყავთ რესპუბლიკის სამედიცინო დაწესებულებებში. ყველა დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია.
შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესთა სექცია ბათუმის ტრაგედიას ეხმაურება
თათრეთში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა 1 კლასის პილოტი, თვითმფრინავის ყოფილი მეთაური სერგეი სემენიჩევი.
მისი თქმით, ავიაკატასტროფის მიზეზი არის ის, რომ თვითმფრინავში, რომელიც 12 მგზავრზე და ეკიპაჟის 2 წევრზეა გათვლილი, 23 ადამიანი იმყოფებოდა.
ავიაკატასტროფის ადგილზე გამომძიებლები მუშაობენ. ისინი სწავლობენ მომხდარის რამდენიმე ვერსიას: თვითმფრინავია გაუმართაობა, ბორტზე მყოფთა ზედმეტი რაოდენობა, ეკიპაჟის შეცდომები.