არჩევნები 2021

ცესკოს თავმჯდომარე საოლქო კომისიებს ხმების გადათვლას სთხოვს

ოპოზიციამ უკვე დაადანაშაულა კალანდარიშვილი იმაში, რომ ეს არის არჩევნების გაყალბების მცდელობა, რადგან გადათვლა უნდა მოხდეს იმ უბნებზე, სადაც ის იგებს
Sputnik
თბილისი, 10 ოქტომბერი - Sputnik. ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საოლქო კომისიებს გარკვეული უბნების გადათვლის ინიციატივით მიმართა.
თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდა. მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის მერობისა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებს მისცა ხმა.
„ცესკოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ დამუშავდა ინფორმაცია შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით და საოლქო საარჩევნო კომისიებს მიეწოდებათ იმ საარჩევნო უბნების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც ხსენებული კრიტერიუმებიდან გამომდინარე, შესაძლოა გადათვლილ იქნეს საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ. მინდა გთხოვოთ, რომ დღევანდელი დღე, გამოვიყენოთ ამ შესაძლებლობისთვის და საკუთარი ინიციატივით გადათვალოთ კენჭისყრის შედეგები, ისე, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ კანონით დადგენილ ვადაში შეძლოს არჩევნების შედეგების შეჯამება“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.
არჩევნები 2021
საარჩევნო კომისიებს 1700 საჩივრის განხილვა მოუწევთ
მისი თქმით, ცესკომ თავისი ინიციატივით გადათვალა ხმები 360 საარჩევნო უბანზე, და ზუსტი შედეგები მხოლოდ 239 უბანზე აღმოჩნდა. კიდევ 194 უბანი გადათვალეს საჩივრების საფუძველზე და იქაც მცირე უზუსტობები იყო.
ახლა კალანდარიშვილი სთავაზობს საოლქო კომისიებს იმ უბნების გადათვლას, სადაც საჩივრები შეიტანეს სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა, რომელთაც არჩევნებზე დაკვირვების დიდი გამოცდილება აქვთ და ჰყავდათ დიდი წარმომადგენლობა 2 ოქტომბრის არჩევნებზე, ასევე იმ უბნების, სადაც ბათილი ბიულეტენების მაღალი მაჩვენებელია.
ოპოზიციამ უკვე დაადანაშაულა კალანდარიშვილი იმაში, რომ ეს არის არჩევნების გაყალბების მცდელობა, რადგან გადათვლა უნდა მოხდეს იმ უბნებზე, სადაც ის იგებს.