ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12 საათისთვის ჩამოიშალა. დაიღუპა ცხრა ადამიანი. ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
სამაშველო ოპერაცია კატასტროფის ადგილზე ერთ დღე-ღამეზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. ხალხი იმედით ელოდა, რომ ნანგრევებში მოყოლილებს ცოცხლებს ამოიყვანდნენ. მაგრამ სასწაული არ მოხდა: ნგრევის მომენტში შეინ მყოფთაგან პრაქტიკულად ყველა დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით სამი ადამიანი დააკავა — პირველ სართულზე მდებარე ბინის მფლობელი და ორი დაქირავებული მუშა, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ. უწყების მონაცემებით, მათ უხეშად დაარღვიეს უსაფრთხოების ნორმები, რამაც მრავალბინიანი კორპუსის ერთი სადარბაზოს ნგრევა გამოიწვია. გამოძიება გრძელდება.