დამატებით ორი ოქროს მედალი იტალიიდან - ინანეიშვილი და სულამანიძე გაჩემპიონდნენ

ქართველმა ახალგაზრდებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა წარმატებით დაასრულეს. ოქროს მედლები ილია სულამანიძის, საბა ინანეიშვილის, გიორგი სარდალიშვილისა და გიორგი შერაზადიშვილის ანგარიშზეა.
Sputnik
თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. ქართველმა ძიუდოისტებმა იტალიაში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე კიდევ ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
20 წლის ილია სულამანიძემ, რომელიც 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ფინალში უზბეკი სუხრობ რაჯაბოვი ვაზარით დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა. სულამანიძე ტურნირზე მეორე წრიდან ჩაერთო და საჩემპიონო გზიდან გერმანიის სახელით მოასპარეზე გიორგი უძილაური, ქართველი მიხეილ ჯაფარიძე და რუსი მატვეი კანიკოვსკი ჩამოიტოვა.
ძიუდო: გიორგი შერაზადიშვილმა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო
მეორე ოქროს მედალი ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საბა ინანეიშვილია. ქართველმა ძიუდოისტმა, რომელიც მძიმე წონაში გამოდიოდა, ფინალში უნგრელი რიჩარდ სიპოჩი დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა.
20 წლის ინანეიშვილმა ფინალამდე გზად უკრაინელ სერგი კოვბასიუკს, ბელგიელ ივეს ნდაოს და უზბეკ შოხრუხ მამარასულოვს აჯობა.
მძიმე წონაში საქართველოს კიდევ ერთი წარმომადგენელი ირაკლი დემეტრაშვილი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. მან შოხრუხ მამარასულოვს აჯობა. ირაკლი შეხვედრას ვაზარით აგებდა და საბოლოოდ ორთაბრძოლა იპონით მოიგო.
ქართველი ძიუდოისტი იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა
მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველომ ჯამში ოთხი ოქროს მედალი მოიპოვა. ტურნირის წინა დღეებში ჩემპიონები გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) და გიორგი შერაზადიშვილი (81 კგ) გახდნენ.