ტრაგედია ბათუმში: ნანგრევებიდან ცხედარი ამოასვენეს

Sputnik
თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. ბათუმში ნანგრევებიდან მაშველებმა გარდაცვლილი ქალის ცხედარი ამოასვენეს.
მანამდე შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ დაუზუსტებელი ინფორმაციით მაშველებმა ერთი ადამიანის ცხედარი ნახეს.
სახლი 26 მაისის ქუჩაზე დღეს დაახლოებით 12 საათზე ჩამოინგრა.
ბათუმი ნანგრევების ქვეშ მოყოლილებისთვის ლოცულობს
ნანგრევებში, სავარაუდოდ, 10–დან 15 ადამიანია მოყოლილი, მათ შორის სამი ბავშვია. მაშველებმა ორი ადამიანის ამოყვანა შეძლეს – ქალისა და მამაკაცის. ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი. მანამდე, პირველი მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილ ავტომობილში მყოფი 2 წლის ბავშვი გადაარჩინეს.
შესაბამისი სამსახურები ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ, რომ ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები გადაარჩინონ. მათ ადგილობრივი მოსახლეობაც ეხმარება.