თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებთან ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი პირი დაიღუპა, ორი კი დაშავდა, იუწყება „პირველი არხი“.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ქორწილის კოლონას მიჰყვებოდა, რა დროსაც გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად ადგილზე დაიღუპა არასრულწლოვანი პირი, ხოლო 30 წლამდე მამაკაცი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
რაც შეეხებათ ავარიის შედეგად დაშავებულებს, ისინი გორის სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ გადაიყვანეს. გავრცელებული ცნობით, ორივე დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.