რას უკავშირდება ბათუმში კორპუსის ჩამონგრევა – ვრცელდება ვერსიები

Sputnik
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ხუთსართულიანი კორპუსის ნგრევის მიზეზად რამდენიმე ვერსია განიხილება.
ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ჩამონგრეული კორპუსი საცხოვრებლად ვარგისი იყო
ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, რომ კორპუსში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, იყო ძლიერი ვიბრაცია, რამაც ისედაც ძველი და ამორტიზებული კორპუსი კიდევ უფრო დააზიანა. მათი თქმით, შენობაზე დამატებითი, მე-6 და მე-7 სართულებიც იყო დაშენებული, რაც ასევე სიმძიმეს ზრდიდა.
ბათუმში კორპუსის ჩამოგრევისას დაშავებულ არასრულწლოვანს ქვედა კიდური დაუზიანდა – ექიმი
განიხილება გაზის აფეთქების ვერსიაც, თუმცა ერთ-ერთმა ადგილობრივმა ჟურნალისტებთან განცხადა, რომ შემთხვევამდე 15 წუთით ადრე კორპუსის მაცხოვრებლებს ბუნებრივი აირის გათიშვასთან დაკავშირებით აცნობეს.
ჯერჯერობით უცნობია ინფორმაცია – არის თუ არა მსხვერპლი. სამაშველო სამსახური ტერიტორიას წმენდს. ამ ეტაპზე ნანგრევებიდან ამოყვანილია ორი მცირეწლოვანი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.