არჩევნები 2021

ოპოზიციამ და ხელისუფლებამ გახარიასთან სამმხრივ დიალოგზე უარი განაცხადეს

გახარიას პარტიამ არჩევნებზე პარტიებს შორის და რამდენიმე დიდი ქალაქის საკრებულოში მესამე ადგილი დაიკავა და მისი ხმები უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად გადამწყვეტია
Sputnik
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ და მთავარმა ოპოზიციურმა პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უარი თქვეს მოლაპარაკებაზე ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან.
ექს-პრემიერმა გიორგი გახარიამ ხუთშაბათს „ქართულ ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ საკრებულოებში სამომავლო თანამშრომლობისთვის სამმხრივი დიალოგი შესთავაზა.
მმართველ პარტიაში კი დარწმუნებული არიან, რომ გახარიას მხარდაჭერა არ დასჭირდებათ.
როდის და სად გაიმართება სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასშტაბური აქცია
„გვჯერა, რომ „ქართული ოცნება“ მოიპოვებს დამაჯერებელ და ღირსეულ მხარდაჭერას ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველგან ის პოლიტიკური რესურსი და ძალა გვექნება, სადაც მაქსიმალურად შევძლებთ, საზოგადოებისთვის საჭირო გადაწყვეტილებების მიღებას“, - განაცხადა მმართველი პარტიის წარმომადგენელმა ანრი ოხანაშვილმა.
ამავე დროს მან აღნიშნა, რომ მისი პარტია ისეთ „მოღალატესთან“ როგორიც არის გახარია, დიალოგში არ შევა.
„ნაცმოძრაობაში“ კი გახარიას მხარის არჩევა ურჩიეს.
„არჩევნებამდე გიორგი გახარია ამტკიცებდა, რომ ის წარმოადგენს ოპოზიციას. არჩევნების შემდეგ მას აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ არა სიტყვით, და ფუჭი სიტყვით, არამედ კონკრეტული ქმედებით დაამტკიცოს, არის ოპოზიციაში, თუ ივანიშვილის (მმართველი პარტიის დამფუძნებლის - რედ.) სახელისუფლო პროექტია“, - განაცხადა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელმა თინა ბოკუჩავამ.
არჩევნები 2021
საარჩევნო კომისიებს 1700 საჩივრის განხილვა მოუწევთ
ამასთან მან აღნიშნა, რომ მისი პარტია მზადაა კონსულტაციებისთვის, რადგან გამოსავალს ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე კოალიციურ მთავრობაში ხედავს.
გახარიას პარტიამ არჩევნებზე პარტიებს შორის და რამდენიმე დიდი ქალაქის საკრებულოში მესამე ადგილი დაიკავა და მისი ხმები უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად გადამწყვეტია.