მონტენეგროს პრეზიდენტი პრემიერ ღარიბაშვილს შეხვდება

მონტენეგროს პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით პირველად ეწვია.
Sputnik
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. მონტენეგროს პრეზიდენტი მილო ჯუკანოვიჩი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას გამართავს.
მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოს მთავრობის მეთაური და მონტენეგროს პრეზიდენტი მასმედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
საქართველოსა და მონტენეგროს თანამშრომლობა: რაზე შეთანხმდნენ ორი ქვეყნის პრეზიდენტები>>>
ჯუკანოვიჩი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით გუშინ, 7 ოქტომბერს ეწვია. პირველი შეხვედრა მან ქართველ კოლეგა სალომე ზურაბიშვილთან გამართა.
საქართველომ და მონტენეგრომ დიპლომატიური ურთიერთობები 2007 წელს დაამყარეს. მას შემდეგ ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ტურიზმის სფეროში და საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატებში.