ირაკლი პეტრიაშვილი პროფკავშირების თავმჯდომარედ მეხუთე ვადით აირჩიეს

ირაკლი პეტრიაშვილმა დელეგატების უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა და პროფესიული კავშირების გაერთიანებას კიდევ 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
Sputnik
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების რიგით მე-14 საანგარიშო-საარჩევნო ყრილობამ გაერთიანების თავმჯდომარედ კვლავ ირაკლი პეტრიაშვილი აირჩია.
ყრილობაში 22 დარგობრივი პროფკავშირული ორგანიზაციიდან 213 დელეგატი მონაწილეობდა.
ირაკლი პეტრიაშვილმა დელეგატების უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა და ის პროფესიული კავშირების გაერთიანებას კიდევ 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
გაერთიანებული პროფკავშირები „ბორჯომის“ ქარხანასთან სოლიდარობის მასშტაბურ აქციას გამართავს
პირველად პეტრიაშვილი პროფკავშირს სათავეში 2005 წელს ჩაუდგა. 2016 წლის დეკემბერში ირაკლი პეტრიაშვილი აირჩიეს პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს (ITUC PERC) პრეზიდენტად.