„მისი ჯანმრთელობა სერიოზულად შეირყა“ – სააკაშვილის მეგობარი ქალი

ლიზა იასკომ დაადასტურა ექს-პრეზიდენტის ადვოკატის განცხადება, რომ სააკაშვილმა 12 კილოგრამი დაიკლო.
Sputnik
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, განუცხადა ჟურნალისტებს უკრაინის რადის დეპუტატმა, სააკაშვილის მეგობარმა ქალმა ლიზა იასკომ.
სააკაშვილმა შიმშილობა დაკავების დღეს, 1 ოქტომბერს გამოაცხადა. იასკომ ასევე გაიმეორა ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის განცხადება, რომ სააკაშვილმა 12 კილოგრამი დაიკლო.

„ის საბრძოლო განწყობითაა, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი ჯანმრთელობა სერიოზულად არის შერყეული“, – განაცხადა იასკომ რუსთავის მე-12 საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ.

საქართველოს ექს-პრეზიდენტი, ამჟამად უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე თბილისში დააკავეს. საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ ექს-პრეზიდენტის, როგორც უკრაინის მოქალაქის ექსტრადიცია არ განიხილება და იგი სასჯელის სრულ ვადას საქართველოში მოიხდის.
წაიკითხეთ ასევე:
მიშა, მოგმართავ, როგორც ექიმი და მამა – ნიკოლოზ სააკაშვილი
სააკაშვილმა 12 კილოგრამი დაიკლო – ადვოკატი
პენიტენციური სამსახური: სააკაშვილს აქვს ყველაფერი, რაც საჭიროა