„იმ დღესვე, როგორც კი გაიგო, რომ კარგად ვარ, რაღაცაზე ვიჩხუბეთ. გავარდა ბორჯომში და იქიდან მომწერა, დავამთავრე მე შენთან ურთიერთობა, აღარასოდეს აღარ მოვბრუნდები უკანო. ერთ კვირაში გადაუარა. ვხუმრობ, რა თქმა უნდა, მაგრამ რთულია ძალიან, ბევრი ქარტეხილით სავსე იყო ჩვენი ცხოვრება, იმიტომ რომ ბევრი მძიმე პერიოდი გამოვიარეთ ერთად“, – ამბობს ხათუნა.
„არ იფიქროს ვინმემ, რომ ასე მხიარულად მოვდივართ, არა, ბევრი დათმობა იყო ჩემი მხრიდან, ბევრი დათმობა იყო ზურას მხრიდანაც და, ასე თუ ისე, რაღაცნაირად შევინარჩუნეთ ოჯახი“, – აღნიშნა ქალმა.
„ხათუნამაც ზუსტად ის თქვა, რომ კომპრომისებზე წასვლა არის სიყვარულისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ურთიერთობის გადარჩენისთვის. დარწმუნებული ვარ, ყველას ურთიერთობაში, ვინც შეყვარებულია, ვისაც ურთიერთობაში ბევრი წელი აქვს გავლილი, იქ ყოველთვის მნიშვნელოვანი გადამრჩენი ფაზა არის კომპრომისი“, – აღნიშნა ზურა ხაჩიძემ.