COVID-19 - ბოლო ცნობები

კორონავირუსი პოლიტეშელონებში: „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ინფიცირებულია

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს 20 მუნიციპალიტეტში გაიმართება.
Sputnik
თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ბათუმის მერობის კანდიდატს არჩილ ჩიქოვანს კორონავირუსი დაუდასტურდა.
„სამწუხაროდ, განსხვავებულ რეჟიმში, დისტანციურად მიწევს საარჩევნო კამპანიის გაგრძელება. ორი დღეა ვიმყოფები თვითიზოლაციაში. განმეორებითი ტესტის საფუძველზე დამიდასტურდა კოვიდი, რომელიც მიმდინარეობს თითქმის უსიმპტომოდ, თავს ვგრძნობ კარგად. ძალიან მალე დავუბრუნდები საარჩევნო კამპანიას“, – დაწერა ჩიქოვანმა საკუთარ Facebook-გვერდზე.
30 ოქტომბერს ბათუმში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რადგან 2 ოქტომბრის კენჭისყრის შედეგებით, ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო.
ცესკო: მონაცემები შეიცვალა 121 უბანში>>>
მეორე ტურში ერთმანეთს „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი გიორგი კირთაძე დაუპირისპირდებიან. მათ შორის გამარჯვებული გახდება ის, რომელიც მეორე ტურში მისული ამომრჩევლის მეტ ხმას მიიღებს.
2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არჩილ ჩიქოვანმა ხმების 41.08% (30.776 ამომრჩეველი) მიიღო, გიორგი კირთაძემ კი – 41.97% (31.443).