მსოფლიო დღეს

ბაიდენის რეიტინგმა ანტირეკორდი განაახლა: გამოკითხვის შედეგები

Sputnik
თბილისი, 7 ოქტომბერი − Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის რეიტინგი 38%-მდე დაეცა, რაც ქვეყნის სათავეში მოსვლის მომენტიდან მისი პოპულარობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, იუწყება გამოცემა USA Today კვინიპეკის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაზე დაყრდნობით.
კვლევამ აჩვენა, რომ ბაიდენის საქმიანობას დადებითად ამერიკელების მხოლოდ 38% აფასებს, უარყოფითად კი − 53%. აღინიშნება, რომ სამი კვირის წინ ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 42% და 50% იყო.
მსოფლიო დღეს
ბაიდენის რეიტინგი დაეცა: ქვეყნდება კვლევის შედეგები
ახალი მონაცემებიდან ირკვევა, რომ აშშ-ის ლიდერის საქმიანობას ნეგატიურად აფასებს რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერების 94%, ხოლო დემოკრატებს შორის ეს მაჩვენებელი მხოლოდ 10%-ია.
რაც შეეხება მოსახლეობის იმ ნაწილს, რომლებიც ამ პოლიტიკურ ძალთაგან არც ერთს არ მიაკუთვნებენ თავს, მათი 60% უარყოფითად აფასებს ბაიდენის მოღვაწეობას, ხოლო 32% − დადებითად.
გარდა ამისა, გამოკითხულთა 67%-ს არ აკმაყოფილებს პრეზიდენტის ნაბიჯები მიგრანტების საკითხში აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე, ხოლო 23% პოზიტიურად აფასებს პრეზიდენტის ქმედებებს.
მსოფლიო დღეს
ჯო ბაიდენს აშშ და გაერო ერთმანეთში აერია
სოციოლოგიური კვლევიდან ირკვევა ისიც, რომ ჯო ბაიდენისთვის კვლავაც პრობლემად რჩება ავღანეთის თემა. ამ მიმართულებით ქვეყნის ლიდერს რესპონდენტთა მხოლოდ 28% უჭერს მხარს, 50%-ს მიაჩნია, რომ აშშ-ს ავღანეთში გარკვეული ძალები უნდა დაეტოვებინა, 15%-ის აზრით კი ამერიკას ჯარები საერთოდ არ უნდა გამოეყვანა ავღანეთიდან.
ამასთან ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის ამა თუ იმ ხარისხით უკმაყოფილოთა რაოდენობამ აშშ-ის მოსახლეობის 72% შეადგინა.
გამოკითხვაში, რომელიც 1–4 ოქტომბერს ჩატარდა, აშშ-ის 1.326-მა მცხოვრებმა მიიღო მონაწილეობა. სტატისტიკური ცდომილება 2,7%-ს შეადგენს.