უკრაინაში საქართველოს საქმიანი ტურიზმის პერსპექტივებს გაეცნენ

პრეზენტაციის მიზანი უკრაინის ტურისტულ ბაზარზე საქართველოს, როგორც საქმიანი ტურიზმის განვითარებისთვის საინტერესო და მიმზიდველი მიმართულების ჩვენება იყო.
Sputnik
თბილისი, 6 ოქტომბერი - Sputnik. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ უკრაინის 50-მდე უმსხვილესი ტურისტული და ავიაკომპანიისათვის პრეზენტაცია გამართა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, უკრაინის დედაქალაქ კიევში საქართველოს საქმიანი ტურიზმის პერსპექტივებს გაეცნენ. ღონისძიება უკრაინაში საქართველოს საელჩოსთან და უკრაინის ტურიზმის განვითარების სახელმწიფო სააგენტოსთან თანამშრომლობით მოეწყო.
საქართველო ცნობილი არაბი ფოტოგრაფების ობიექტივში - ფოტოსესია სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის
უწყების ცნობით, პრეზენტაციაზე საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს 14 წევრი სასტუმრო და ტურისტული კომპანია იყო წარმოდგენილი.
პრეზენტაციის ფარგლებში საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი კომპანიების წარმომადგენლებს უკრაინელ კოლეგებთან კონტაქტების დამყარებისა და სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვის შესაძლებლობა მიეცათ.