თბილისში სამსართულიანი შენობის კედელი ჩამოიშალა

გავრცელებული ინფორმაციით, შენობის იმ მხარეში, რომელიც დღეს ჩამოიშალა, არავინ არ ცხოვრობდა.
Sputnik
თბილისი, 6 ოქტომბერი - Sputnik. თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ტოლსტოის N4-ში სამსართულიანი შენობის ერთი მხარე ჩამოიშალა, იუწყება „პირველი არხი“.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ის ოჯახები, რომელთა ბინებიც ჩამონგრეულ ნაწილში იყო განთავსებული, ადგილიდან გადასულები არიან ან მერიის მიერ არიან ქირით გაყვანილი.
ავარიულ მდგომარეობაში მყოფ შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. სახლი მე-19 საუკუნეშია აშენებული.
ადგილზე იმყოფებოდნენ სამაშველო სამსახურისა და გამგეობის წარმომადგენლები.