„ჩემთვის იყო მოულოდნელი და მიუღებელი“– სანდრა რულოვსი სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოზე

სანდრა რულოვსი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეო ლიზა იასკოსთან ერთად მისთვის მოულოდნელი იყო.
Sputnik
საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ეხმაურება.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და, როგორც საქართველოს მოქალაქე, სრულიად უერთდება მისი გათავისუფლების მოთხოვნას. თუმცა ბევრი მეგობარი ეკითხება პირადი ცხოვრების შესახებ და ამიტომ განმარტავს, რომ პარასკევს, საღამოს გამოქვეყნებული ვიდეოს შინაარსი მისთვისაც მოულოდნელი იყო, ფორმა კი მიუღებელი.

„პირადი ემოციების მიუხედავად ვინარჩუნებ სიმშვიდეს და რწმენას, რომ ამ ბრძოლიდან გამარჯვებულები გამოვალთ“, – დაწერა სანდრა რულოვსმა.

1 ოქტომბერს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ თავის პარტნიორთან, უკრაინელ ლიზა იასკოსთან ერთად ახალ ცხოვრებას იწყებს. ვიდეო ლიზა იასკოს Facebook-გვერდზე გავრცელდა, შემდეგ კი ის საკუთარ გვერდზე სააკაშვილმაც გაიზიარა.
გვშურს საქართველოსი: ლიზა იასკომ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა
ყოფილი პრეზიდენტი გუშინ, 5 ოქტომბერს უკრაინიდან ჩამოსულმა ლიზა იასკომ უკვე მოინახულა საპატიმროში.